თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მისიის ხელმძღვანელთან თუბა ოზუთოქთან და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან თამარ გოგიტიძესთან ერთად ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალს ეწვია.
ცენტრის სამუშაო პროცესი სტუმრებს სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ გააცნო, ცენტრის საქმიანობისა და არსებული პროგრამების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ამასთანავე, ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
როგორც ეთერ კიღურაძემ აღნიშნა, სკრინინგ ცენტრის ძირითადი მიზანი დაავადებათა დროული დიაგნოსტიკაა.
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ზურან ჩიკვილაძემ ისაუბრა.
„კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა და ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი საუკეთესო პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა “,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ და საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის მასპინძლებს მადლობა გადაუხადა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 23,2024გიორგი ტყემალაძე: თბილისის მუნიციპალიტეტი „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ წარმატებით ახორციელებს
აპრილი 02,2024ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
მარტი 26,2024